შეჯამება დაიწყო

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში გაიმართა ქვეყნის 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოვების ცერემონია.

წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარეს ბიატლონში მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი მაგდალენა ნოიერი. თავის ნომინაციაში მან უკან ჩამოიტოვა ჩოგბურთელი ანდრეა პეტკოვიჩი და მსოფლიოს თასის მფლობელი, სამთომოთხილამურე მარია რიში.

მამაკაცებს შორის საუკეთესო გახდა “დალას მავერიქსის” კალათბურთელი დირკ ნოვიცკი, რომელმაც წელს NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და “მაიამისთან” ფინალური სერიის MVP გახდა. ნოვიცკის კონკურენტები იყვნენ ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი და მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშე ტიმო ბოლი.

* * *
საუკეთესოები დაასახელეს ბელგიაშიც.
WTA-ის ტურში თითქმის სანახევროდ გაცდენილი სეზონის მიუხედავად, ქალებს შორის ყველას აჯობა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კიმ კლაისტერსმა. ამ უკანასკნელმა ძალიან ძლიერად ჩაატარა სეზონის სტარტი, როცა ზედიზედ გავიდა სიდნეის, ავსტრალიის ღია პირველობისა და პარიზის ფინალებში, თუმცა აქედან მხოლოდ მელბურნში გამარჯვება მოახერხა - იქ კიმმა კარიერაში მეოთხედ მოიგო “დიდი სლემის” ტურნირი.

კაცებს შორის გამარჯვებული გახდა ველომბროლი ფილიპ ჟილბერი, რომელმაც მთელი ველოსეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სათავეში ჩაუდგა UCI-ის (ველომბროლთა საერთაშორისო კავშირი) რეიტინგს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული