მანქანა მძღოლის გარეშე

AutoSharing Option
ვიდეო
უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის ქალაქ არლინგტონში, კოლეჯებს შორის ამერიკული ფეხბურთის მატჩის შემდეგ.

ელექტრომანქანა მინდორზე შევარდა და შვიდი ადამიანი დააზიანა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საჭესთან არავინ იჯდა და მანქანა უმართავი იყო.

ამ სიტუაციაში არ დაიბნა გამარჯვებული გუნდის - "სპრინგ დეკენის" მწვრთნელი ვილი ამენდოლა. მართალია, უმართავი ელექტრომანქანისგან ისიც დაზარალდა, მაგრამ სწორედ მან სცადა საჭესთან დაჯდომა და მანქანის გაჩერება. ბოლომდე ამის გაკეთება ვერ შეძლო, თუმცა დასახმარებლად მინდვრის ერთ-ერთი მუშა გამოვარდა, რომელიც საჭეს მიუჯდა და ინციდენტიც ამით ამოიწურა.

რაც მთავარია, გაურკვეველი დარჩა, როგორ
მოვიდა თავისით მოძრაობაში მანქანა, რასაც კინაღამ საშინელი ტრაგედია მოჰყვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული