ოქროს პერგამენტი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოში მოქმედი საკონსულტაციო კვლევითი ჯგუფის GCG-ს მიერ ჩატრებულ გამოკითხვის შედეგად სპეციალური პრიზი ოქროს პერგამენტი, წლის საუკეთესო სპორტსმენი - გუნდის ნომინაციაში, საქართველოს მორაგებთა ნაკრებს გადაეცა.

გამოკითხვაში 2 986 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. რეგიონების მიხედვით გამოკითხულთა ოდენობა ასე განაწილდა: თბილისი - 42%, კახეთი - 9%, ქვემო ქართლი - 6%, იმერეთი - 10%, სამეგრელო - 10%, გურია - 3%, მცხეთა მთიანეთი - 3%, აჭარა - 10%.

გამოკითხულთა შორის 53 პროცენტი ქალი იყო დამარჩენი კი მამაკაცი.

გამოკითხვის სპორტსმენი-გუნდის ნომინანტები იყვნენ, მერი არაბიძე (ჭადრაკი), დავით მარსაგიშვილი
(ჭიდაობა), მამუკა გორგოძე (რაგბი), ლევან კობიაშვილი (ფეხბურთი), ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი), ასევე საქართველოს მორაგბეთა და კალათბურთელთა ნაკრებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული