ახალი სპორტის სასახლე წყალტუბოში

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 6 იანვარს წყალტუბოს ეწვია და ახალაგებული სპორტის სასახლე გახსნა.

თანამედროვე დიზაინის სამსართულიან შენობაში კალათბურთის, ფეხბურთის, ხელბურთის, ჭიდაობისა და კრივის დარბაზებია განთავსებული.

წყალტუბოს სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობაც მილიონ ოთხასი ათასი ლარი დაჯდა მიხეილ სააკაშვილმა მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებთან ერთად დაათვალიერა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ დარბაზებში შესაძლებელია, მაღალი დონის შეხვედრებისა და შეჯიბრებების გამართვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული