მსოფლიოს ყველაზე პატარა ათლეტი

AutoSharing Option
ვიდეო
7 წლის, წარმოშობით რუმინელი ბიჭუნა ჯულიანო სტროე უკვე სახელმოხვეჭილი ათლეტი და ბოდიბილდერია.

ჯულიანომ ჰანტელებით ვარჯიში 2 წლიდან დაიწყო, დღეს კი უკვე  გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

ჯულიანომ 10 მეტრის მანძილი ხელებზე მდგომმა ყველაზე სწრაფად გაირა, ხოლო ამ დროს ფეხებშუა მძიმე ბურთი ჰქონდა დაჭერილი. ეს ტრიუკი მან იტალიურ ტელეშოუში ცოცხალი აუდიტორიის თანდასწრებით შეასრულა და ინტერნეტ-სენსაცია გახდა. youtube-ზე მის ვიდეო-რგოლებს ათასობით ადამიანი ნახულობს.

თავად ბიჭუნა აცხადებს, რომ პოპულარობამ მას თავი არ
დააკარგვინა. ამბობს, რომ ის ჩვეულებრივია, როგორც სხვა ბავშვები და უყვარს მულტფილმების ყურება და ხატვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული