სპორტის პედაგოგები საგნობრივი გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ

AutoSharing Option
სპორტის მასწავლებლებისთვის საგნობრივი საგამოცდო პროგრამები მომზადდება. ამ მიზნით, სპეციალურმა კომისიამ სამუშაო შეხვედრა გამართა.

კომისიის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი შეხვდნენ და მათთან ერთად განიხილეს ის კრიტერიუმები, რაც ამ დისციპლინის პედაგოგებს საგამოცდოდ მოეთხოვებათ.

სპორტის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამების შემუშავებაში სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან და პროგრამებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ.

ანალოგიური კომისიები შეიქმნება მუსიკის, სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლების საგამოცდო პროგრამების შესამუშავებლად. გასულ წელს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, მომავალში ისინი უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ და ორი სავალდებულო გამოცდის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ სხვა საგნების მსგავსად, ამ საგნებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვალიფიციური და სერტიფიცირებული კადრები მუშაობდნენ.

სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულების პედაგოგების საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და საგამოცდოდ მათ მომზადებას უზრუნველყოფს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაზრდილ ხელფასებს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებიც მიიღებენ.

Mes.gov.ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული