რა კარგია, რომ მერაბ ჟორდანიას მანქანის ტარება არ უყვარს

AutoSharing Option
ერთ-ერთ ჰოლანდიურ ვებგვერდზე დაიწერა პატარა ამბავი მერაბ ჟორდანიაზე, არნემის "ვიტესის" მფლობელსა და პრეზიდენტზე.

"ვიტესის" ფან დელსინკის ოცნება: ჟორდანიას მძღოლობა - ასეთია წერილის სათაური. მომცრო სტატიაში ვკითხულობთ ჟორდანიას სიტყვებს, რომელიც კლუბის ჟურნალში დაიწერა:

"არის ხალხი, ვისაც მოსწონს, მანქანას რომ დააგელვებენ, არიან ისეთებიც, რომელთაც ეს ეჯავრებათ და მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები".

ჟორდანიას მძღოლი 27 წლის არნემელი ფრანკ დელსინკი გახდა, ვინც მანამდე ცხრა წელი პროფესიონალი ჯარისკაცი იყო. დელსინკი ოჯახიანად "ვიტესის" გულშემატკივარია და კლუბში მუშაობა ადრეც სურდა, თუმცა პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა - კლუბმა
უარი უთხრა, ვაკანსია არ გვაქვსო.

შეუპოვარი დელსინკი არ დანებდა და თავისი მაინც გაიტანა - ახლა ის კლუბის შეფის მძღოლია და ჟორდანიას გარდა "ვიტესის" სხვა თანამშრომელთა მომსახურებაც ევალება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული