"რინგის გოგონებმა" Paparazzo-სთვის იპოზიორეს

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების (UFC) ტურნირის "რინგის გოგონებმა" არიანი სელესტამ და ჩანდელა პაუელმა ჟურნალ Paparazzo-სთვის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.

მომხიბვლელმა მოდელებმა მოკრივის ხელთათმანები მოირგეს და სატრენაჟორო დარბაზის ფონზე იპოზიორეს.

Sportall.Ge

სხვათა შორის, UFC-ში გოგონებს უფრო დიდი მისია აკისრიათ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და მათი საქმე მხოლოდ რინგზე რაუნდის მაჩვენებელი დაფის ტარება არაა. აი, მაგალითად, ამასწინათ არიანი და ჩანდელა რიო დე ჟანეიროს სტუმრობდნენ, რათა ხოსე ალდოსა და ჩად მენდესის ბრძოლაზე მაყურებლები მოეზიდათ.

Sportall.Ge

ეს ლამაზმანები ჩრდილოეთ ამერიკაში იმდენად პოპულარულნი არიან, რომ UFC-ის გარეშეც მონახავდნენ ცხოვრებაში
გზას (არიანი აშშ-ში სულაც ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია), თუმცა გოგონები აცხადებენ, რომ პროფესიის შეცვლა არ სურთ და თავიანთი საქმე ძალიანაც მოსწონთ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული