იანვარი. თვის მონაგარი

AutoSharing Option
5. ზოგადი. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად მორაგბე მამუკა გორგოძე დაასახელა.

6. ჭადრაკი. რეჯიო ემილიის (იტალია) ტურნირი სოფიკო გურამიშვილმა მოიგო.

8. კალათბურთი. ბერძნულ "პანიონიოსში" გადავიდა ვლადიმერ ბოისა.

13. ბატუტზე ხტომა. ლონდონში სალიცენზიო ტურნირზე ლუბა გოლოვინამ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

14-16. ჩოგბურთი. კარიერაში ანა ტატიშვილმა პირველად მოიგო ავსტრალიის ღია პირველობაზე მატჩი, მეორე წრეში კი მსოფლიოს პირველ ჩოგანთან დამარცხდა.

16. ჩოგბურთი. სოფიო ქვაცაბაიამ ბელეკის (თურქეთი) საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

20. კალათბურთი. ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში "არმიამ" შსს 99:83 დაამარცხა და
მთავარ პრიზს დაეუფლა.

20-22. ოლიმპიზმი. ინსბრუკის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმაც იასპარეზეს.

22. სუმო. თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) იანვრის ბაშოზე ვიცე-ჩემპიონი გახდა და მებრძოლი სულის პრიზი მიიღო.

23. რაგბი. რაგბის კავშირის ყრილობაზე გიორგი ნიჟარაძე ერთხმად აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად.

23. ჩოგბურთი. სოფიო ქვაცაბაიამ ბელეკის (თურქეთი) მეორე საერთაშორისო ტურნირიც მოიგო.

24. რაგბი. ჯაბა ბრეგვაძე ფრანგულ "ტულუზში" გადავიდა.

25-26. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. ჩემპიონები: დავით სანიკიანი (50), რამაზ სურმანიძე (55), ამირან შავაძე (60), ფირუზ წულუკიძე (66), ლაშა გობაძე (74), დავით ჩაკვეტაძე (84), იაკობ ქაჯაია (96), ლევან არაბული (120).

28. ფიგურული ციგურაობა. ელენე გედევანიშვილმა შეფილდში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

28-29. ძიუდო. ქართველთა ტრიუმფით დასრულდა თბილისის მსოფლიოს თასი, ჩვენებმა 7-დან 6 ოქრო მოიპოვეს, ასევე 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ჩემპიონები გახდნენ: ბეთქილ შუკვანი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვარლამ ლიპარტელიანი (90), ადამ ოქრუაშვილი (100+).

29. ძიუდო. სპორტს დაუბრუნდა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, მან თბილისის მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

30. ფეხბურთი. თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ესპანელი ალექს გარსია გაანთავისუფლა და გიორგი დევდარიანი დანიშნა.

30. ფეხბურთი. "ზესტაფონის" ფორვარდი ნიკოლოზ გელაშვილი გერმანულ "ბოხუმში" გადავიდა.

30. ფეხბურთი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე გახდა.

30. კალათბურთი. საქართველოს თასი თბილისის "არმიამ" მოიგო, ფინალში "ქუთაისი" 86:80 დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული