შიშველი მკერდი ჰოკეისა და დემოკრატიის სადარაჯოზე!

AutoSharing Option
ციურიხში, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის შენობასთან უკრაინული მოძრაობა "ფემენის" აქტივისტებმა მოიყარეს თავი და როგორც სჩვევიათ, გამართულ საპროტესტო აქციაზე შიშველი მკერდით შეეცადნენ ადამინის უფლებების დაცვას.

უკრაინელმა ლამაზმანებმა ამჯერად მსოფლიო ჰოკეის ბოსების ყურადღების მიპყრობა სცადეს, რათა მათ 2014 წელს სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბელორუსში გამართვის პრობლემა დაინახონ.
Sportall.Ge "ფემენისტებმა" ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდეს, ზურგი აქციონ "ევროპის უკანასკნელ დიქტატორ" ლუკაშენკოს და უარი თქვან ჩემპიონატის ბელორუსში გამართვაზე იმ მოტივით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა.

არადა, ციურიხში ყინვა მართლაც ძლიერი ყოფილა, თუმცა მსგავს აქციებში გაკაჟებული
გოგონები სუსხს სულაც არ შეუშინდნენ და ჰოკეიც კი გააჩაღეს ლოზუნგების ფონზე: "ჰოკეი მონების თამაში არაა", "ლუკაშენკო, ვითამაშოთ ჰააგაში?", "წაართვით ჩემპიონატი დიქტატორს!" და ა.შ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული