მკითხველის რჩეულიც მამუკა გორგოძეა!

AutoSharing Option
შეჯამდა მკითხველთა წლის რჩეული სპორტსმენის გამოსავლენად "ლელოს" არსებობის 78 წლის ისტორიაში ჩატარებული პირველი გამოკითხვის შედეგები.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა მიმდინარეობდა როგორც ჩვენი საიტის, ისე გაზეთში გამოქვეყნებული ანკეტისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 5148 მკითხველმა. პირველ ადგილზე 1223 ქულით გავიდა მორაგბე მამუკა გორგოძე. ათეული კი ასე გამოიყურება:

1. მამუკა გორგოძე (რაგბი) - 1223 ქულა
2. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) - 876
3. კახა კალაძე (ფეხბურთი) - 570
4. ნინო ოძელაშვილი (სამბო) - 289
5. ჯაბა ხოსიტაშვილი (კრივი) - 235
6. გურამ
კაშია (ფეხბურთი) - 209
7. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) - 189
8. ვლადიმერ ხინჩაგაშვილი (თავ. ჭიდაობა) - 173
9. ლევან კობიაშვილი (ფეხბურთი) - 161
10. ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო) - 128

"ლელოს" მკითხველთა 2011 წლის რჩეული სპორტსმენის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება პარასკევს, 24 თებერვალს "სპორტ კაფეში", 17 საათზე.

რედაქცია მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობდა გამოკითხვაში. რეფერენდუმი ტრადიციული გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული