ციგაობა შიშვლად უფრო საინტერესოა

AutoSharing Option
ვიდეო
თურმე ნუდისტებს მხოლოდ მზით გავარვარებული პლაჟები არ იზიდავთ. არიან ისეთებიც, გაშიშვლებას დათოვლილ სამთო-სათხილამურო კურორტებზე რომ ამჯობინებენ.

სწორედ ასეთები იკრიბებიან ხოლმე გერმანიის სამთო-სათხილამურო კურორტ ბრაუნლაგში და იქ ციგაობით თავადაც ხალისობენ და სხვებსაც ახარებენ.
Sportall.Ge
ბრაუნლაგის ტრადიციულ შეჯიბრს - გორაკიდან  შიშვლად ციგით დაშვებას წელს 25 ათასამდე ადამიანი დაესწრო (სპორტული ღონისძიებისთვის შესაშური აუდიტორიაა), ასპარეზობაში კი მონაწილეობა 17-მა მამაკაცმა და 13-მა ქალმა ისურვა, რომლებიც არც ყინვას შეუშინდნენ და არც თოვლს და ციგებს ტრუსისამარა შემოაჯდნენ.

გამარჯვებულისთვის დაწესებული მთავარი პრიზი - 1 000 ევრო, ჰანოვერის 37 წლის
მკვიდრმა დაისაკუთრა, შეჯიბრის დასრულების შემდეგ კი გრანდიოზული დისკოთეკა გაიმართა, სადაც გულშემატკივრები და "სპორტსმენები" ერთად გაერთნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული