სწორედ ასეთები იკრიბებიან ხოლმე გერმანიის სამთო-სათხილამურო კურორტ ბრაუნლაგში და იქ ციგაობით თავადაც ხალისობენ და სხვებსაც ახარებენ.
ბრაუნლაგის ტრადიციულ შეჯიბრს - გორაკიდან შიშვლად ციგით დაშვებას წელს 25 ათასამდე ადამიანი დაესწრო (სპორტული ღონისძიებისთვის შესაშური აუდიტორიაა), ასპარეზობაში კი მონაწილეობა 17-მა მამაკაცმა და 13-მა ქალმა ისურვა, რომლებიც არც ყინვას შეუშინდნენ და არც თოვლს და ციგებს ტრუსისამარა შემოაჯდნენ.
გამარჯვებულისთვის დაწესებული მთავარი პრიზი - 1 000 ევრო, ჰანოვერის 37 წლის