სპორტსმენის მეორე ტყავი

AutoSharing Option
21 თებერვალს, ნიუ იორკში კომპანია "ნაიკმა" ულტრათანამედროვე სპორტული ეკიპირების ნიმუშები წარმოადგინა, რაც პლანეტის საუკეთესო სპორტსმენებს შედეგების სრულყოფაში დაეხმარება. ამ ინოვაციების შედეგად, ეკიპირება მძლეოსნობისთვის, კალათბურთისთვის და სპორტის სხვა სახეობებისთვის კიდევ უფრო იოლი და მოსახერხებელი გახდა.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიის პრეზიდენტმა მარკ პარკერმა (ფოტოზე), მძლეოსანმა კარლ ლუისმა, კალათბურთელმა დერონ უილიამსმა, საუკეთესო ქალმა სპრინტერმა კარმელიტა ჯეტერმა და სხვებმა.

"დღეს წარმოვადგინეთ ახალი ტექნოლოგია, რომელსაც აქვს შანსი შეცვალოს წარმოდგენა სპორტზე, - განაცხადა პარკერმა. - კომპანია ყოველთვის ცდილობდა შეექმნა საუკეთესო ტექნოლოგიები ათლეტებისთვის, იქნებიან ისინი პროფესიონალები თუ
მოყვარულები.

ახალი პროექტი - Nike Flyknit მთლიანად ცვლის წარმოდგენას სარბენ ფეხსაცმელზე: ის ულტრამჩატეა, თითქმის არ გააჩნია ნაკერები და ისე ეკვრის ფეხს, თითქოს მეორე ტყავი იყოს. ეს მთლიანად ცვლის წარმოდგენას ფეხსაცმლის დიზაინზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული