მამუკა გორგოძე: კარგია, ასე თავისუფლად რომ მოვათრევ სამ გემს. იმედია, ასევე განვაგრძობთ

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" საფუძველი ჩაუყარა გამოკითხვას, რომლის მიზანი საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენაა. მკითხველს შეეძლო 15 თებერვლამდე გაზეთიდან სპეციალური ბლანკი ამოეჭრა, საკუთარი მოსაზრება სატელეფონო ზარით დაეფიქსირებინა, ან საიტ "სპორტალზე" ჩაეწკაპუნებინა.

ერთ დღეს ვებ-საიტიდან გამოკითხვა გაქრა. მიზეზით დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი სპორტსმენი ზედმეტად აქტიურობდა, ძნელია მტკიცება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს კომპიუტერით რაღაცას მანიპულირებდა.

დღევანდელ ტექნოლოგიურ პროგრესს რას გაუგებ. ამიტომაც გაუჩინარდა საიტიდან გამოკითხვის ბლანკი. გაზეთში კი ორი კვირა გაგრძელდა და სამართლიანი შედეგით დასრულდა - ყველაზე მეტი ხმა მორაგბე მამუკა გორგოძემ მიიღო.
მეორე იყო კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, მესამე - ფეხბურთელი კახა კალაძე.

გულივერა
ბრიტანულ გაზეთ "დეილი მეილში" მოკლე, მაგრამ საინტერესო ფაქტებით გაჯერებული სტატია დაიბეჭდა სათაურით: "ქართველი გორგოძილა". პუბლიკაციას ორი ფოტო ჰქონდა დართული: ერთში გორგოძე ჩვეულ ამპლუაში - მაგნიტს "სკრეპები" რომ აეწებება, ასე მიტმასნიან ქართველ მორაგბეს მეტოქეები. მეორე ფოტოზე კი გოძილაა, განმარტებით: მონსტრი ამერიკული ფილმიდან.

ხასიათიდან გამომდინარე სტატია ჩვენს რუბრიკას შეესაბამება, ამიტომ შემოკლებით გადმოვაქართულე.

"ვინ არის?
27 წლის ქართველი 196 სმ სიმაღლისაა და 118 კილოგრამს იწონის. ფრანგულ კლუბ "მონპელიეში" მას მეტსახელად "გორგოძილას" უწოდებენ. სპორტული კარიერა კალათბურთით დაიწყო, თუმცა 17 წლისა რაგბში გადავიდა, რადგან უფრო ძალისმიერ სპორტში სურდა ძალების მოსინჯვა.

მეტსახელები
"გორგოძილას" გარდა მამუკა "გულივერადაა" ცნობილი. ეს მეტსახელიც შეეფერება, რადგან სხვებთან შედარებით ერთი თავით მაღალია.

ფილოსოფია
- რაგბი სპორტის სახეობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძალისმიერია. სწორედ ეს მომწონს, - ამბობს გორგოძე. ფიზიკური ძალის გარდა იგი აგრესიულობითაც გამოირჩევა. მაგალითად, საქართველო-ესპანეთის მატჩისას საცოდავ მეტოქეს ბურთთან ერთად მაისურიც წაჰგლიჯა.

დამანგრეველი
"გორგოძილა" დამანგრეველი მორბენალია - გზად ყველაფერს ქელავს. "ტულონი"-"მონპელიეს" შეხვედრის მსვლელობისას ინგლისის ნაკრების ლიდერმა ჯონი უილკინსონმა დიდი შეცდომა დაუშვა - გორგოძეს წინ გადაეღობა, ქართველმა იგი პინბოლოს* ბურთივით გაისროლა."

თურმე, ზოგიერთი გუნდის მწვრთნელი შეგირდებს საშინაო დავალებად მამუკა გორგოძის შეჩერების ხერხებს აძლევს. თუ არ გჯერათ, ჩრდილოირლანდიური "ლეინსტერის" მორაგბე კევინ მაკლაფლინს მოუსმინეთ:

- გორგოძე თუ სისწრაფეს აკრეფს, მისი შეჩერება წარმოუდგენელია. ის ხომ 120 კილოგრამამდე იწონის. ამიტომ, ჰეინეკენის თასზე "მონპელიესთან" მატჩის წინ მწვრთნელმა ასეთი საშინაო დავალება მომცა: გორგოძის განეიტრალების გზების ძიება.

მონადირებული გემები
თუ ბრიტანელმა ჟურნალისტმა მამუკაზე სტატიას გოძილას ფოტო დაურთო, გასაკვირი სულაც არ არის, მისი კარიკატურის ხატვისას აქცენტი მის მეტსახელზე ამეღო.

ფილმი "გოძილა" ნანახი არ მაქვს (არც ვაპირებ), გულივერის მოგზაურობა კი პატარაობაში წავიკითხე და ყველაზე უკეთ ის მომენტი მახსოვს, მტრის გემებს ცხვრებივით რომ წამოასხავს. ჰოდა, კარიკატურაზე მამუკაც ამ ამპლუაში გამოვსახე...

ამასობაში წავიკითხე მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს: არც ერთი მეტსახელი არ მომწონს. ძირითადად ჟურნალისტები იყენებენ პუბლიკაციებშიო.

შანსი რომ მომეცა ("კვირის პალიტრის" საიტისთვის ინტერვიუ ჩავწერე) კარიკატურის შესახებ ვკითხე: ვიცი, მეტსახელები არ მოგწონს. კარიკატურაში გულივერობაზე რას იტყვი მეთქი?

- სახალისოა. მიყვარს კარიკატურები. კარგია, ასე თავისუფლად რომ მოვათრევ სამ გემს. იმედია, ასევე განვაგრძობთ.

კალათბურთი
მამუკა გორგოძეს გამოკითხვაში მეორეადგილოსნის ვიქტორ სანიკიძის შესახებაც ვკითხე.

- პატარაობაში ერთად ვთამაშობდით, ვიქტორი ჩემი მეგობარია და მისი წარმატება ყოველთვის მიხარია. თუმცა, მხოლოდ ის არ გამეხარდებოდა, გამოკითხვაში ჩემთვის რომ ეჯობნა.

გორგოძის შესახებ მის საკალათბურთო მწვრთნელ ზურაბ სამხარაძეს ვკითხე. აი, როგორ დაახასიათა ყოფილი შეგირდი:

- ძალიან ნიჭიერი კალათბურთელი იყო. აზროვნებდა და ისეთ პასს გააკეთებდა, გაოცდებოდი. ვფიქრობ, კალათბურთში რომ დარჩენილიყო არანაკლებ წარმატებული კარიერა ექნებოდა.

* პინბოლი პატარაობაში მეც მქონდა: მომცრო დაფაზე ზამბარის დახმარებით ბურთი რაც შეიძლება შორს უნდა გესროლა და თუ ღრმულში ჩააგდებდი, ქულაც დაგერიცხებოდა.

ფოტოისტორია
"მართვეს" ბSportall.Geავშვთა გუნდი.

ამათგან ორმა მოთამაშემ 2011 წელს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე იასპარეზა, ერთმა რაგბის მსოფლიოს თასზე.

N10 მამუკა გორგოძე, N4 გიორგი ცინცაძე, N5 ლაშა ფარღალავა.




ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მამუკა გორგოძე N1
guga
17:19 23-02-2012
0
godzila nanaxi rogor ar gaqvs exla ar gamagijo, kuchi bedineri ar maqvs nanaxi tqo xo gagitydeba ro vtqvaaa
irakli
09:17 24-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული