გაზეთი "ლელო" 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენს დააჯილდოებს

AutoSharing Option
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" გასული წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს შეაჯამებს და საუკეთესოს დააჯილდოვებს.

დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს, 18:00 საათზე, "სპორტ კაფეში" იგეგმება. ღონისძიებას მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

არსებობის 78-წლიან ისტორიაში "ლელომ" საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად გამოკითხვა წელს პირველად ჩაატარა.

მკითხველებს მათი რჩეულების დასახელება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ. გამოკითხვა ერთდროულად ვებ-გვერდ SPORTALL.GE-ზე, ასევე გაზეთში გამოქვეყნებული ანკეტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ჯამში 5 148 მკითხველმა მიიღო.

პირველ ადგილზე 1
223 ქულით ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" მორაგბე მამუკა გორგოძე გავიდა.

876 ხმით მეორე ადგილზე კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძეა, ხოლო მესამეზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე, რომელსაც 570 ხმა ერგო.

"ლელოს" პირველი გამოკითხვის რჩეულს, მამუკა გორგოძეს ამ ნომინაციისთვის გათვალისწინებული სპეციალური პრიზი გადაეცემა.

წლის საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად გამოკითხვა და დაჯილდოება მომავალში ტრადიციად იქცევა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
როცა სპორცმენზეა საუბარი, პოლიტიკა არ უნდა გარიო. კახი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. ნაკრების ლიდერი და კაპიტანი. 2 ლიგა აქვს მოგებული, თუ არ ვცდები ამდენივე "სერია ა" და ევროპაში ყველაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელია. რომელიც სხვათაშორის საქართველოში არ გაახარეს. ალბათ იმ შურიანმა ხალხმა სხვისი ფული რომ აღიზიანებთ. ჯერ ძმა მოუკლეს და მერე ყველა ბიზნესი ან დაუხურეს ან უპირებენ დახურვას. მაგის ადგილზე ბევრი უბრალოდ წავიდოდა საქართველოდან და ნაკრებიდანაც 5 წლით ადრე და არა ეხლა. ასე რომ დავაფასოთ ის ხალხი ვინც რამით მაინც ასახელა საქართველო. ამ სიაში კიდე პირველი კალაძეა (სპორტს ვგულისხმობ)
giorgi
12:42 24-02-2012
0
დათო, კახა კალაძე ერთადერთი ფეხბურთელია რომელმაც ლიგა მოიგო!
მემგონი ტეხავს კახაზე არაქართველის წოდება პოლიტიკური შეხედულებების გამო, როდესაც ის შენს გუნდს 5-6 წელი კაპიტნობდა, მიუხედავად მისი ძმის ამბის, ბიზნესების დაყადაღების და ........
ისე კახას როგორც ფეხბურთელი ბალელშიკი არ ვარ, უბრალოდ უმადურობა ტეხავს
papuna
12:16 24-02-2012
0

სიახლეები პოპულარული