ტაიგერ ვუდსი აშშ-ის სპეცრაზმთან ერთად ვარჯიშობდა

AutoSharing Option
თურმე ერთი ხანობა, ცნობილი ამერიკელი გოლფისტი ტაიგერ ვუდსი სპორტისთვის თავის დანებებას აპირებდა, რათა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ელიტურ სპეცრაზმში, "ზღვის ლომებში" ჩაირიცხულიყო.

მსოფლიო გოლფის ვარსკვლავი სამხედრო საქმით ბავშვობიდან ყოფილა გატაცებული. ტაიგერის მამა ამერიკულ სპეცრაზმთან ერთად ვიეტნამში იბრძოდა, თავად სპორტსმენს კი ჩრდილოეთ კაროლინას სამხედრო ბაზაზე, "ზღვის ლომების" წვრთნაშიც კი მიუღია მონაწილეობა.

როგორც გოლფისტის ყოფილი მწვრთნელი ჰენკ ჰეინი თავის წიგნში წერს, სპორტსმენს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზებს არაერთგზის სტუმრობდა, სადაც "საზღვაო ლომების" რიგებში ჩარიცხვის პრეტენდენტთათვის დადგენილ პროგრამებს გადიოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული