3-5. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. სოფიის საერთაშორისო ტურნირზე ქართველებმა 6 მედალი მოიგეს. 2 ოქრო: ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96); 2 ვერცხლი: ქემალ ხარაბაძე (55), მანუჩარ ცხადაია (74); 2 ბრინჯაო: ზურაბ დათუნაშვილი (74), სანდრო დიხამინჯია (96).
4. ძიუდო. პარიზის დიდ სლემზე ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
5. ფეხბურთი. გერმანულ "ბოხუმში" დებიუტი ნიკოლოზ გელაშვილმა გამარჯვების გოლის გატანით აღნიშნა.
11. რაგბი. ერთა თასის მატჩში საქართველოს ნაკრებმა მადრიდში ესპანეთთან 18:25 წააგო.
11.
11-12. ძიუდო. ავსტრიის მსოფლიოს თასზე ქართველებმა 4 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო - ბეთქილ შუკვანი (60), ლევან წიკლაური (81); 1 ვერცხლი - ადამ ოქრუაშვილი (100+) და 1 ბრინჯაო - ზვიად ხანჯალიაშვილი (100+).
15-16. თავისუფალი ჭიდაობა: კიევის საერთაშორისო ტურნირში გამ არჯვებულები გახდნენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ), დავით მარსაგიშვილი (84) და დავით მოძმანაშვილი (120); დავით ხუციშვილმა (74) და ელიზბარ ოდიკაძემ (96) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
18-19. ძიუდო. დიუსელდორფის გრან პრიზე ვალერი ლიპარტელიანმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ადამ ოქრუაშვილმა (100+) - ვერცხლის, ხოლო ბეთქილ შუკვანმა (60) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
21. სწრაფი ჭადრაკი. თბილისის "ვარსკვლავთა ტურნირი" ნანა ძაგნიძემ მოიგო.
23-24. სამბო. მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველებმა 5 მედალი მოიპოვეს. ოქრო: დავით კარბელაშვილი (90 კგ). ნიკოლოზ კუცია (82) ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ლევან ნახუცრიშვილმა (68), ბექა ბერულავამ (74) და გიორგი ბაინდუროვმა (82).
24. ლელო. გაზეთმა "ლელომ" მისი მკითხველების რჩეული დააჯილდოვა - მამუკა გორგოძემ (რაგბი) 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენის პრიზი მიიღო.
24-25. თავისუფალი ჭიდაობა. გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში. ჩემპიონები: ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ), ლაშა ტალახაძე (55), ლევან ქელეხსაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), ჯუმბერ ყველაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (84), გიორგი მეშვილდიშვილი (96) და გენო პეტრიაშვილი (120).
26. რაგბი. ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას უმასპინძლა და 32:7 მოუგო.
26. ჩოგბურთი. მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი (25 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგში ოქსანა კალაშნიკოვამ მოიგო.
26-27. ძიუდო. პრაღის მსოფლიოს თასზე ქართველებმა თითო ოქრო - ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ვერცხლი - ბექა ღვინიაშვილი (81), ბრინჯაო - ადამ ოქრუაშვილი (100+)) მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილიც დაისაკუთრეს.
27. ფეხბურთი. თბილისის "დინამოს" თავკაცი გიორგი დევდარიანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელობიდან გადადგა.
27 ფეხბურთი. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნაკრების ახალ კაპიტნად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნა.
29. ფეხბურთი. გაიმართა საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი, 2:1 საქართველოს სასარგებლოდ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"