საქართველოში ბრიჯში ჩემპიონები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
საქართველოს სპორტული ბრიჯის ფედერაციამ წყვილთა შორის ქვეყნის პირად პირველობაში გამარჯვებულები და პრიზიორები გამოავლინა.

404 ქულით რევაზ ბერიაშვილმა და გოჩა გოშაძემ მოიპოვეს ოქროს მედალები; მეორე ადგილზე გავიდა დავით და მიხეილ ვირსალაძეების წყვილი (389); მათ 2 ქულით ჩამორჩა ნუგზარ მახათაძე და გურამ სიხარულიძე.

ახლა ჩვენი მოთამაშეები მოემზადებიან ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან ამხანაგური მატჩისათვის (ფორმატით 26:26 წყვილზე), რომელიც 18 მაისს თბილისში გაიმართება 13 მაგიდაზე. აგვისტოში კი ოლიმპიადაა ქ. მანჩესტერში.

შოთა მაქაცარია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული