კრივჭადრაკი: ბრძოლა - რინგზე, ომი - დაფასთან

AutoSharing Option
ვიდეო
ალბათ, უინტერესო სანახავი არ უნდა იყოს, მოჭადრაკეებმა პარტიის დასრულებისას თავი რომ ვერ შეიკავონ და ერთმანეთს მუშტი-კრივი გაუმართონ.

მოკლედ, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ვიღაცეებმა ამ ორი სახეობის სინთეზით ახალი თამაში - "კრივჭადრაკი" შექმნეს.

ხუმრობა არ გეგონოთ - ამ უცნაურ სპორტში ტურნირები 2003 წლიდან ეწყობა და ლამის უკვე 10 წელია, "კრივჭადრაკის" მიმდევრები ჯერ ერთმანეთს მუშტებით ამუშავებენ, შემდეგ საჭადრაკო დაფასთან არკვევენ ურთიერთობას, მერე კი ისევ რინგზე ინაცვლებენ...

ეგ კი არა და, თურმე უკვე "კრივჭადრაკის" მსოფლიო ორგანიზაციაც კი არსებობს, რომლის დევიზია: "ბრძოლა
რინგზე ჩაღდება, ომი კი დაფაზე მიმდინარეობს".

ეს უჩვეულო სპორტი ფრანგმა მხატვარმა, კომიქსების ცნობილმა ავტორმა ენკი ბილალმა გამოიგონა, ბრძოლა კი კრივისა და ჭადრაკის წესებით მიმდინარეობს და 11 რაუნდისგან შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული