საქართველო - ბელარუსის მემორანდუმი

AutoSharing Option
ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით სეოკ-ის დელეგაცია, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, რამაზ გოგლიძის ხელმძღვანელობით, მინსკს სტუმრობდა.

ქართულმა დელეგაციამ მოინახულა სპორტული ბაზები და ოლიმპიური დიდების მუზეუმი, გაეცნო ქვეყნის სპორტსმენთა თანამედროვე მიღწევებს.

ორდღიანი ვიზიტის პერიოდში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები სხვადასხვა კუთხით. "ჩვენ შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ვასწავლოთ და დავეხმაროთ" - განაცხადა რამაზ გოგლიძემ.

გაფორმდა მემორანდუმი ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს ბელარუსისა და საქართველოს ეოკ-ების პირველმა ვიცე-პრეზიდენტებმა იგორ ზაიჩკოვმა და რამაზ გოგლიძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მაღალი მიღწევების სპორტში
ეფექტურ თანამშრომლობას, ურთიერთობას "სპორტი ყველასათვის" მიმართულებით, ქვეყნებს შორის ოლიმპიური მოძრაობის განმტკიცებას, სპორტსმენთა და მწვრთნელთა გაცვლით პროგრამებს, ბავშვთა სპორტის გაძლიერებას და ა.შ.

სეოკ-ის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული