მარტი. თვის მონაგარი

AutoSharing Option
7-9. თავისუფალი ჭიდაობა. ბელგრადში ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 5 მედალი მოიპოვეს. დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ჩემპიონი გახდა, ბესიკ გოჩაშვილმა (55) და დავით ხუციშვილმა (74) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო მალხაზ ზარქუამ (60) და დავით მოძმანაშვილმა (120) - ბრინჯაო.

10. რაგბი. ერთა თასზე საქართველომ ბუქარესტში 19:13 მოუგო რუმინეთს.

11. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ბელგრადში ევროპის ჩემპიონატში მანუჩარ ცხადაიამ (74 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

12. ფეხბურთი. დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის ახალი ეტაპი: პლეი ოფი და პლეი აუტი.

14. ჭიდაობა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატს ჭიდაობაში თბილისი
უმასპინძლებს.

17. რაგბი. ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა რეკორდულად დაამარცხა რუსეთი - 46:0.

19. ჩოგბურთი. ქლეარუოთერის (აშშ) ტურნირი . ეკა გორგოძემ მოიგო წყვილებში.

22. რაგბი. ბრიტანული ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს A ნაკრებმა ინგლისური "ეშერი" 25:8 დაამარცხა.

24. ბატუტზე ხტომა. საქართველოს ჩემპიონატი ლუბა გოლოვინამ მოიგო.

24. ჩოგბურთი. ასტანას (ყაზახეთი) საერთაშორისო ტურნირი ოქსანა კალაშნიკოვამ მოიგო წყვილებში.

25. კალათბურთი. ნბა-ში კარიერის ორი რეკორდი დაამყარა ზაზა ფაჩულიამ "იუტასთან" მატჩში: 54,5 წუთი ითამაშა და 20 მოხსნა მიითვალა.

26. ფეხბურთი. ელიტრაუნდის I ტურის მატჩში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ესპანელ თანატოლებთან 1:1 ითამაშა.

27. რაგბი. საქართველოს A ნაკრებმა უელსის პრემიერლიგის ნაკრებს 36:32 მოუგო.

28. ფეხბურთი. ელიტრაუნდის II ტურის მატჩში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისი 1:0 დაამარცხა.

30. რაგბი. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ინგლისთან 8:58 წააგო.

30. წყალბურთი. დაიწყო საქართველოს მორიგი ეროვნული ჩემპიონატი.

30. სამბო. ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი გახდა.

31. ფეხბურთი. ელიტრაუნდის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

31. რაგბი. საქართველოს A ნაკრებმა ბრიტანეთის ტურნეს ბოლო შეხვედრაც მოიგო, ჩრდილოუელსური რგგ 25:17 დაამარცხა.

31. ფიგურული სრიალი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიცაში ელენე გედევანიშვილმა X ადგილი დაიკავა.

31. ჭადრაკი. პლოვდივში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავამ (23-ე ადგილი) ქართველთაგან ერთადერთმა მოიპოვა მსოფლიოს თასის საგზური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული