სომალიში პრეზიდენტებს აფეთქებენ

AutoSharing Option
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერაქტი მოხდა - ააფეთქეს ეროვნული თეატრის შენობა. აფეთქების დროს დაიღუპნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები.

დაღუპულთა ზუსტი რიცხვი არ სახელდება, მაგრამ როგორც BBC იუწყება, მსხვერპლთა რიცხვი მინიმუმ 7 ადამიანს აღწევს. აფეთქების მომენტში თეატრში ჩინოვნიკები იმყოფებოდნენ, რომელთა ზუსტი რიცხვი არ სახელდება. ზუსტად ცნობილია ის, რომ დაღუპულთა შორის არიან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ადენ იაბარო ვიიში და სომალის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საიდ მოჰამედ ნური.

წინასწარი ინფორმაციით, ბომბი ააფეთქა კამიკაძე-ტერორისტმა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია არც ერთ დაჯგუფებას,
რომლებიც მრავლად არიან ქვეყანაში და ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვიან. ბოლო დროს, სომალიში მომხდარ მსხვილ ტერაქტებს დაჯგუფება "ალ-შაბაბს" მიაწერდნენ. 14 მარტს ამ ორგანიზაციის "ბოევიკებმა" პრეზიდენტის სასახლე ააფეთქეს.

"ალ-შაბაბმა" 2011 წლის აგვისტოში დატოვა მოგადიშო, მაგრამ ამას ტაქტიკური ნაბიჯი უწოდა. 2012 წლის თებერვალში დედაქალაქში საფეხბურთო მატჩის დროს გაისმა აფეთქების ხმა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული