
შეგახსენებთ, რომ მელისამ ერთ-ერთ ინტერვიუში სიცილ-კისკისით აღიარა, რომ მისი სატრფოს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირ სექსს უკავშირდება. "ცხელმა" იტალიელმა მოდელმა დაუფარავად განაცხადა - მე და კევინ-პრინს ბოატენგი მთელ თავისუფალ დროს საწოლში ვატარებთ და სწორედ ამის ბრალია, ფეხბურთელი "ნაწუწნ კანფეტს" რომ დაემსგავსაო.
მელისა სატა საფეხბურთო წრეებში სახელმოხვეჭილი ქალია. გარკვეული პერიოდი ის არანაკლებ ცნობილ ფეხბურთელს - კრისტიან ვიერის "აცლიდა სიქას".

