დღეს გაზეთ "ლელოს" დაბადების დღეა - 78

AutoSharing Option
"მედიაპალიტრის" ყოველდღიური გაზეთი "ლელო" იუბილარია. ზუსტად 78 წლის წინ, 13 აპრილს, პოპულარული სპორტული გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა.

გაზეთის მთავარი რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, სპორტული გაზეთი 1934 წელს "საქართველოს ფიზკულტურელის" სახელწოდებით გამოვიდა. "საქართველოს ფიზკულტურელი" მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიხურა, თუმცა შემდეგ გაზეთის აღდგენის იდეა გაჩნდა და 1949 წლიდან სპორტული გაზეთი შეცვლილი სახელით - "ლელო" - გამოდის.

გაზეთი თავიდან კვირაში ერთხელ გამოდიოდა, 1960 წლიდან ყოველდღიურად გამოიცემა.

სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: მიხეილ კაკაბაძე, ირაკლი უგულავა - რომელიც დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას ბაბუა
იყო - არჩილ გოგელია, ანზორ ბასილაია და სხვები.

1985 წლიდან სპორტული გაზეთის რედაქტორია თენგიზ გაჩეჩილაძე. "გაზეთი "ლელო" ქართული სპორტის მემატიანედ იქცა და მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

2008 წლიდან გაზეთი "ლელო" "პალიტრამედიის" ჰოლდინგში გაერთიანდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული