სასიკვდილო ნომერი [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ცნობილმა ამერიკელმა ექსტრემალმა, 40 წლის დინ პოტერმა კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი საფრთხეში. ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში, ენშის დიდ კანიონზე მან ბეწვის ხიდზე გაიარა.

1800 მეტრ სიმაღლეზე მან ყოველგვარი დაზღვევის გარეშე გაიარა ორი სანტიმეტრის დიამეტრის თოკზე, რომლის სიგრძე 40 მეტრი იყო.

საბოლოოდ პოტერმა ორ წუთზე ოდნავ მეტი დრო მოანდომა ამ ურთულესი დისტანციის დაფარვას.

ამერიკელ ექსტრემალს ამგვარი აქციების დიდი გამოცდილება აქვს. მას შარშან სასამართლოშიც კი ჰქონდა საქმე, რადგან იუტას შტატის ეროვნულ პარკში გაიარა თოკზე.

არადა, მას პარკის ხელმძღვანელობისგან თანხმობა არ მიუღია და ამის
გამო სასამართლოში უჩივლეს. ახლა პოტერმა ადრენალინისთვის ჩინეთში გამგზავრება გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული