ფეხბურთის დიდი ქომაგი ლარისა რიკელმე სულ გაშიშვლდა

AutoSharing Option
ფეხბურთის დიდი ქომაგი, პარაგვაელი მოდელი ლარისა რიკელმე ფოტოკამერის წინ კვლავ გაშიშვლდა. ამჯერად მომხიბვლელმა ლარისამ ბრაზილიური ჟურნალი Sexy-ს მაისის ნომრის გვერდები დაამშვენა.

რიკელმეს "ცხელი" ფოტო ჟურნალის გარეკანზევე ატყვევებს მნახველს, თუმცა მკითხველს შიდა გვერდებზე კიდევ უფრო თვალსასეირო სანახაობა ელოდება. პარაგვაელი ლამაზმანი, რომელიც სპორტული გუნდის მხარდამჭერ გოგონას - "ჩირლიდერზს" განასახიერებს, ზოგიერთ ფოტოზე მთლად შიშველია.

ეს რიკელმეს არც პირველი და იმედია, არც ბოლო ეროტიკული ფოტოსესიაა. შეგახსენებთ, რომ მანამდე პარაგვაელმა მექსიკურ და ესპანურ ჟურნალებშიც გაიბრწყინა.

რაც შეეხება საფეხბურთო სამყაროში სახელმოხვეჭილი გოგონას პირად ცხოვრებას, მისი რჩეული
ამჟამად პარაგვაული გუნდის, "სერო პორტენოს" ფეხბურთელი ხონათან ფაბროა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს მოგების შემთხვევაში გაიხდის ანრი:))
gogi
08:16 01-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული