უეინ რუნის ცხენი არ დარბის

AutoSharing Option
წარუმატებელი გამოდგა დოღში დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერისთვის - უეინ რუნისთვის.

ფორვარდს ეკუთვნის ცხენი, სახელად "პიპი" (მასში ფეხბურთელმა 67 ათასი გადაიხადა), რომელიც ჩესტერის იპოდრომზე გამართულ დოღში ბოლო ადგილზე გავიდა. რუნის მსგავსად, ეს "პიპის" დებიუტიც გახლდათ.

სხვათა შორის, ამ დოღში "პიპის" ერთ-ერთი კონკურენტი იყო ცხენი, სახელად Dascombe, რომლის მფლობელი გახლავთ "მანჩესტერ იუნაიტედში" რუნის თანაგუნდელი მაიკლ ოუენი.

დოღის წინ "პიპის" კოეფიციენტი ცხრას უდრიდა. რუნიმ აღიარა, რომ "რამდენიმე ფუნტი" დადო თავისი ცხენის მოგებაზე, მაგრამ არ გაუმართლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული