რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიის პროფესიული და სამოყვარულო სპორტის ასოციაცია (COMPS) გამოვიდა მოწოდებით იმის თაობაზე, რომ მარიხუანა არ დააყენონ ისეთი აკრძალული პრეპარატების გვერდით, როგორიცაა ადამიანის ზრდის ჰორმონები ან ანაბოლური სტეროიიდები, რომელთა მოხმარებაც მკაცრად ისჯება WADA-ის მიერ.
"არ გამოვხატავ საკუთარ პოზიციას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს საკითხი დაწვრილებით იქნება შესწავლილი. არსებობს რამდენიმე ნივთიერება, რომელიც სპორტის ზოგიერთ სახეობაში აკრძალულია, ზოგში - არა.
წინასწარ არაფრის თქმა არ
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტის ინიციატივამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია პროფესიული სპორტის სამყაროში.
მართლაც, თუ მარიხუანა აღარ ჩაითვლება დოპინგად, რას შეიძლება დაემგვანოს თანამედროვე სპორტი?!
იდეა შემდეგში მდგომარეობს: სამედიცინო ტესტებმა დაამტკიცეს, რომ სპორტსმენი, რომელიც მარიხუანას იყენებს და რომლის სპორტული ამბიციები დამოკიდებულია სისწრაფის განვითარებაზე, აღნიშნული პრეპარატისგან არ იღებენ საკმარის სტიმულაციას, პირიქით, საკუთარ თავს აზარალებს.
მსგავს საკანონმდებლო რეფორმას აფერხებს სპორტის იმ სახეობების სპორტსმენთა მდგომარეობა, რომლებშიც ჩემპიონობა დამოკიდებულია სიზუსტეზე, მაგალითად, ტყვიის სროლა.
WADA-ის მიერ აკრძალული პრეპარატების ახალი ყოველწლიური სია მიმდინარე წლის ნოემბერში გამოქვეყნდება. ამ ჩამონათვალში შეიტანენ იმ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ შედეგების გაუმჯობესება, ზარალს აყენებს ჯანმრთელობას ან ეწინააღმდეგება სპორტულ სულს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"