"იმედის" ცნობით, იტალიის პროკურატურამ გარიგებულ მატჩებსა და თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორი ალტიკ საფეტი დააკავა, რომელსაც კლუბ "ჯენოას" ფეხბურთელებთან ჰქონდა კავშირი.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, პროკურატურამ სატელეფონო საუბრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ კალაძესა და ალტიკ საფეტს შორის ფარული შეხვედრა იგეგმება.
აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კალაძეს და ალტიკ საფეტს ერთმანეთთან კახი კალაძის თანაგუნდელი ჯუზუპე სკული აკავშირებს, თუმცა საუბრის გავრცელებულ ფრაგმენტში შეხვედრის მიზეზი არ იკვეთება.
ალტიკ საფეტი -
ჯუზუპე სკული - შენ სად ხარ, სახლში?
ალტიკ საფეტი - კი, სახლში ვარ და მითხრეს, რომ პავიესშია და რაღაცას აკეთებს
ჯუზუპე სკული - კი, ვეტყვი, რომ გადმოგირეკოს...
კახი კალაძე - როგორ ხარ?
ალტიკ საფეტი - კარგად, შენ?
კახი კალაძე - არა მიშავს... შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმეები?
ალტიკ საფეტი - გარეთ ხარ?
კახი კალაძე - შენ სად ხარ?
ალტიკ საფეტი - შეგვიძლია ერთმანეთს შევხვდეთ?
კახი კალაძე - მე დაგირეკავ
გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით იტალიის პოლიციას ამ დრომდე დაკითხვაზე ჰყავს რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური.
როგორც ფეხბურთელის ადვოკატები აცხადებენ, ამ შემთხვევაშიც დაკითხვის არგუმენტი სატელეფონო საუბარია, თუმცა საუბარი კანონდარღვევას არ შეიცავს და ისინი ვარაუდობენ, რომ მაურის მალე გაათავისუფლებენ.
"იმედის" ცნობით, იტალიელი სამართალდამცავები კახი კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის კავშირებით დაინტერესდნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
interpressnews.ge
თემასთან დაკავშირებით იხილეთ:
კახი კალაძე: მთელი ცხოვრება ჩაწყობილ თამაშებს ვებრძვი
კახა კალაძე: მზად ვარ, იტალიაში ჩავფრინდე და ჩვენება მივცე
კახა კალაძის პრესმდივანი: რაიმე ბრალდებაზე საუბარი არასერიოზულია
[Exclusive] კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს