რა კავშირი აქვს კახა კალაძეს ბოსნიელ ნარკოტრეფიკიორთან?

AutoSharing Option
იტალიელი სამართალდამცავები კახი კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის კავშირებით დაინტერესდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

"იმედის" ცნობით, იტალიის პროკურატურამ გარიგებულ მატჩებსა და თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორი ალტიკ საფეტი დააკავა, რომელსაც კლუბ "ჯენოას" ფეხბურთელებთან ჰქონდა კავშირი. 

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, პროკურატურამ სატელეფონო საუბრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ კალაძესა და ალტიკ საფეტს შორის ფარული შეხვედრა იგეგმება.

აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კალაძეს და ალტიკ საფეტს ერთმანეთთან კახი კალაძის თანაგუნდელი ჯუზუპე სკული აკავშირებს, თუმცა საუბრის გავრცელებულ ფრაგმენტში შეხვედრის მიზეზი არ იკვეთება.

ალტიკ საფეტი -
ერთი წამით შეგიძლია დაუძახო ამ კალაძეს და უთხრა, რომ დამირეკოს?
ჯუზუპე სკული - შენ სად ხარ, სახლში?
ალტიკ საფეტი - კი, სახლში ვარ და მითხრეს, რომ პავიესშია და რაღაცას აკეთებს
ჯუზუპე სკული - კი, ვეტყვი, რომ გადმოგირეკოს...

კახი კალაძე - როგორ ხარ?
ალტიკ საფეტი - კარგად, შენ?
კახი კალაძე - არა მიშავს... შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმეები?
ალტიკ საფეტი - გარეთ ხარ?
კახი კალაძე - შენ სად ხარ?
ალტიკ საფეტი - შეგვიძლია ერთმანეთს შევხვდეთ?
კახი კალაძე - მე დაგირეკავ

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით იტალიის პოლიციას ამ დრომდე დაკითხვაზე ჰყავს რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური.

როგორც ფეხბურთელის ადვოკატები აცხადებენ, ამ შემთხვევაშიც დაკითხვის არგუმენტი სატელეფონო საუბარია, თუმცა საუბარი კანონდარღვევას არ შეიცავს და ისინი ვარაუდობენ, რომ მაურის მალე გაათავისუფლებენ.

"იმედის" ცნობით, იტალიელი სამართალდამცავები კახი კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის კავშირებით დაინტერესდნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
interpressnews.ge

თემასთან დაკავშირებით იხილეთ:
კახი კალაძე: მთელი ცხოვრება ჩაწყობილ თამაშებს ვებრძვი
კახა კალაძე: მზად ვარ, იტალიაში ჩავფრინდე და ჩვენება მივცე
კახა კალაძის პრესმდივანი: რაიმე ბრალდებაზე საუბარი არასერიოზულია
[Exclusive] კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს
მკითხველის კომენტარები / 13 /
4რრ
e3er
02:04 01-06-2012
0
ramazi,ფეხბურთის ოდნავ გაგებაში მაინც რომ იყო,იმ 2 ავტოგოლის ნახვისას მიხვდებოდი ის რომ შემთხვევითობა იყო,ცოტა ჭკუასაც თუ დაძაბავდი იმასაც მიხვდებოდი იტალიელები "გრანდ"საქართველოსთან გამარჯვებაში მილიონობით დოლარს არ გადაიხდიდნენ.თავის ავტოგოლებზე კი 1000 ევროც კი სადმე რომ დაედო ვინმეს,მეორე დღესვე ატყდებოდა ერთი ამბავი.რაც შეეხება იმედს,შარშან საქართველოსი ლამის მთელი ჩემპიონატი ჩაწყობილი იყო,რაზე აღარ იღებდნენ ფულს შეცვლებზე,წაგება-მოგებაზე,ყვითლებზე,უამრავი გუნდი და ფეხბურთელი იყო ჩართული,5 კაცს შეახოცეს ხელი,მოკვეთეს სამუდამოდ და 6 თვეში დააბრუნეს,არცერთ ამ სამარცხვინო ტელევიზიებს იმდენი დრო არ დაუთმიათ ამ საქმისთვის რამდენიც იმედმა ერთ საინფორმაციოში კალაძეზე ჭორაობას დაუთმო.იმაზე არაფერს ვამბობ წელს როგორ გამოვლინდა ჩემპიონი და თასის ფინალი როგორ ჩატარდა.ზუგდიდში პოლიციის მიერ მსაჯების ცემას და ამისთანა "წვრილმანების"წაყრუებაზე აღარაფერს ვამბობ.
daviti
22:49 31-05-2012
0

სიახლეები პოპულარული