რა კავშირი აქვს კახა კალაძეს ბოსნიელ ნარკოტრეფიკიორთან?

AutoSharing Option
იტალიელი სამართალდამცავები კახი კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის კავშირებით დაინტერესდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

"იმედის" ცნობით, იტალიის პროკურატურამ გარიგებულ მატჩებსა და თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორი ალტიკ საფეტი დააკავა, რომელსაც კლუბ "ჯენოას" ფეხბურთელებთან ჰქონდა კავშირი. 

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, პროკურატურამ სატელეფონო საუბრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ კალაძესა და ალტიკ საფეტს შორის ფარული შეხვედრა იგეგმება.

აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კალაძეს და ალტიკ საფეტს ერთმანეთთან კახი კალაძის თანაგუნდელი ჯუზუპე სკული აკავშირებს, თუმცა საუბრის გავრცელებულ ფრაგმენტში შეხვედრის მიზეზი არ იკვეთება.

ალტიკ საფეტი -
ერთი წამით შეგიძლია დაუძახო ამ კალაძეს და უთხრა, რომ დამირეკოს?
ჯუზუპე სკული - შენ სად ხარ, სახლში?
ალტიკ საფეტი - კი, სახლში ვარ და მითხრეს, რომ პავიესშია და რაღაცას აკეთებს
ჯუზუპე სკული - კი, ვეტყვი, რომ გადმოგირეკოს...

კახი კალაძე - როგორ ხარ?
ალტიკ საფეტი - კარგად, შენ?
კახი კალაძე - არა მიშავს... შენ რას შვრები, როგორ მიდის საქმეები?
ალტიკ საფეტი - გარეთ ხარ?
კახი კალაძე - შენ სად ხარ?
ალტიკ საფეტი - შეგვიძლია ერთმანეთს შევხვდეთ?
კახი კალაძე - მე დაგირეკავ

გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით იტალიის პოლიციას ამ დრომდე დაკითხვაზე ჰყავს რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური.

როგორც ფეხბურთელის ადვოკატები აცხადებენ, ამ შემთხვევაშიც დაკითხვის არგუმენტი სატელეფონო საუბარია, თუმცა საუბარი კანონდარღვევას არ შეიცავს და ისინი ვარაუდობენ, რომ მაურის მალე გაათავისუფლებენ.

"იმედის" ცნობით, იტალიელი სამართალდამცავები კახი კალაძისა და ბოსნიელი ნარკოტრეფიკიორის კავშირებით დაინტერესდნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
interpressnews.ge

თემასთან დაკავშირებით იხილეთ:
კახი კალაძე: მთელი ცხოვრება ჩაწყობილ თამაშებს ვებრძვი
კახა კალაძე: მზად ვარ, იტალიაში ჩავფრინდე და ჩვენება მივცე
კახა კალაძის პრესმდივანი: რაიმე ბრალდებაზე საუბარი არასერიოზულია
[Exclusive] კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს
მკითხველის კომენტარები / 13 /
კალაძე მედროვე კაცია.რასაც სააკიანი და ძმანი მისნი უშვებიან ყველაფრის ღირსია.თქვენ რა დაგავიწყდათ კალაძე სააკიანს ფეხბურთს რომ ეთამაშებოდა.მაშინ კარგი იყო სააკიანი. როცა ნაცებთან იყო შეკრული,მე მაშინ ვუთხარი ნუ იბანძებ თავს მაგათთან ნუ ხარ მეთქი თორემ ინანებ მეთქი.ახლა ნანობს რაღა დროსია.ყველა მედროვეს ბოლოს სანანებელი უხდება თავის საქციელი.თუ რა თქმა უნდა ცოტა ჭკუა მაინც აქვს.
kalenike
15:50 31-05-2012
0
ერთ საიდუმლოს გეტყვით ოღონდ იმედიის ტელევიზიას არ მოუყვეთ! კალაძემ ყველაზე ბევრი ფული იშოვა ამერიკაში მშრალი კანონის დროს! ის ალკაპონეს ალკაგოლურ სასმელს უგზავნიდა კახეთისღვინის ქარხნებიდან.
ვასილიჩი
19:00 31-05-2012
0

სიახლეები პოპულარული