როგორც ჩრდილელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საფეტ ალტიკსა და კახი კალაძეს უთანხმოება ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ და ნარკოტრეფიკთან კალაძის დაკავშირება მიზანმიმართული შავი პიარია.
"უთანხმოების საგანი იყო მარმარილოს კარების ყიდვა ქობულეთის სასტუმროსთვის. ტელეკომპანია "იმედი" უკვე მერამდენე სიუჟეტს უძღვნის კახი კალაძისთვის შავი პიარის აგორებას.
საქმე ისაა, რომ საფეტ ალტიკი არის კახის თანაგუნდელ სკულის მეგობარი და მათ დათქვეს შეხვედრა ამ მარმარილოს კარებთან დაკავშირებით, თუმცა ეს შეხვედრა არ შედგა, რადგან რაღაც საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
"ტელეიმედის" სიტყვებით მანიპულირებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა ოთარ ჩრდილელმა.
რაც შეეხება გარიგებულ მატჩებთან კავშირის გამო დაკითხვაზე კალაძის შესაძლო დაბარებას, ჩრდილელის ინფორმაციით, ამ თემაზე შეტყობინება იტალიის პროკურატურიდან მათ არ მიუღიათ.
"თუ კახის დაკითხავენ, ეს მოხდება მხოლოდ მოწმის სტატუსით. მინდა იმედი გავუცრუო "იმედს" და ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა კახი კალაძეს იტალიელ სამართალდამცავებთან არ აქვს", - აღნიშნა ჩრდილელმა.
იხილეთ ვიდეო
ოთარ ჩრდილელი - ნარკოტრეფიკთან კახი კალაძის დაკავშირება მიზანმიმართული შავი პიარია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
interpressnews.ge
თემასთან დაკავშირებით იხილეთ:
რა კავშირი აქვს კახა კალაძეს ბოსნიელ ნარკოტრეფიკიორთან?