შოთა ხაბარელი პოლიტიკაში წავიდა

AutoSharing Option
ვეტერანი ძიუდოისტი და მწვრთნელი შოთა ხაბარელი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა.

ხაბარელი ბიძინა ივანიშვილს ვაჟთან ერთად ესტუმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა. შოთა ხაბარელის განცხადებით, დღეიდან "ქართულ ოცნებას" უერთდება და პოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურად ერთვება.

შოთა ხაბარელი არის ევროპის (გუნდური, 1979, მილანი; 1985 ბრიუსელი) და XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა (1979-80, 1982) და ბრინჯაოს (1981, 1983), აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (1983, მოსკოვი) პრიზიორი. იგი 2006 წელს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად არის დასახელებული.
დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით.

იხილეთ შოთა ხაბარელისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერთი დაუფასებელი ადამიანი!
bacho
01:58 01-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული