3. ჩოგბურთი. ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან დიდი პაუზის შემდეგ პირველად გააღწია WTA-ს ტურნირის ნახევარფინალში. ეს ანა ტატიშვილმა ბუდაპეშტის გრანპრიზე მოახერხა.
3. მძლეოსნობა. სოფიის საერთაშორისო ტურნირზე მაია გოგოლაძემ (სიგრძეზე ხტომა) ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
4. ფეხბურთი. ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები (მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე) გერმანიასთან 0:1 დამარცხდა.
5. ფეხბურთი. ბუნდესლიგაში 336-ე მატჩი ითამაშა ლევან კობიაშვილმა და ლეგიონერთა ყველა დროის რეკორდი გაიმეორა.
5-6. ბეძნულ-რომაული ჭიდაობა. ჰელსინკის სალიცენზიო ტურნირში ოლიმპიადის საგზურები
6. წყალბურთი. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა (მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე) პოლონეთში სლოვიანკას თასი მოიგო.
7. ფეხბურთი. ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 1:1 ითამაშა საფრანგეთის ნაკრებთან.
10. ფეხბურთი. ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველომ ისლანდიას 1:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
13-14. მხატვრული ტანვარჯიში. გაიმართა საერთაშორისო ტურნირი "თბილისის თასი".
13. ფეხბურთი. ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველომ 0:2 წააგო ჰოლანდიასთან და მე-3 ადგილს დასჯერდა.
13. ფეხბურთი. კახა კალაძემ ფეხბურთიდან წასვლა გამოაცხადა.
13. მძლეოსნობა. სიმაღლეზე ხტომაში ზურაბ გოგოჭურმა საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა - 224 სმ.
14. ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონი გახდა სტუ.
15. ფეხბურთი. საქართველომ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა.
16. ფეხბურთი. საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაიწყო.
17-22. სამბო. მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 2 ოქრო - უშანგი კუზანაშვილი, ნოდარ მეტრეველი; 4 ვერცხლი - გენადი ჩირგაძე, ლევან ნახუცრიშვილი, ბესარიონ ბერულაშვილი, ირინა ლეონიძე და 2 ბრინჯაო - მირიან პავლიაშვილი, შორენა შარაძე - მოიპოვეს.
20. ფეხბურთი. დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი, თუმცა დებულებასთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო ჩემპიონობაზე პრეტენზიას ერთბაშად ორი გუნდი, "მეტალურგი" და "ზესტაფონი" აცხადებდა.
20. მკლავჭიდი. გდანსკში, ევროპის ჩემპიონატზე გენადი კვიკვინიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
20. სუმო. ნაცუ ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულეს ლევან გორგაძემ და ლევან ცაგურიამ.
21. ფეხბურთი. სფფ-ის აღმასკომმა საქართველოს ჩემპიონად "ზესტაფონი" დაამტკიცა.
21. კალათბურთი. ირანის ჩემპიონი გახდა ნიკოლოზ ცქიტიშვილი.
21. ფეხბურთი. დასრულდა პლეი აუტის გათამაშება. უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს: "ჩიხურამ", "ბათუმმა", "სიონმა" და "ვიტ ჯორჯიამ".
22. სამბო. ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ოლეგ იაძე აირჩიეს.
23. კალათბურთი. საქართველოს ჩემპიონი "არმია" გახდა, რომელმაც ფინალურ სერიაში "ოლიმპი" დაამარცხა.
24. ჭადრაკი. საქართველოს ჩემპიონატი ბაადურ ჯობავამ მოიგო.
24. ცურვა. ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა ირაკლი ბოლქვაძემ (200 მ. ბრასი).
24. ფეხბურთი. ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთის გუნდთან 1:3 დამარცხდა.
25. ფეხბურთი. 19-წლამდელთა ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრებმა (მწვრთნელი: ოთარ კორღალიძე) ბოსნიას 4:2 მოუგო.
25. კალათბურთი. "არმიამ" სუპერთასი მოიგო, "ქუთაისი" 87:75 დაამარცხა.
26. ფეხბურთი. საქართველოს თასის ფინალში გორის "დილამ" "ზესტაფონს" 4:1 მოუგო.
27. ფეხბურთი. ელიტრაუნდის II ტურში ქართველმა 19-წლამდელებმა ხორვატიასთან 1:3 წააგეს.
27. რაგბი. გაზაფხულის ტურნირი "არმიამ" მოიგო, ფინალში "ლოკომოტივი" 13:12 დაამარცხა.
28. რაგბი. "ბარბაროსებში" მიიწვიეს მამუკა გორგოძე.
29. კალათბურთი. "ლელომ" სეზონის საუკეთესო კალათბურთელად უილ ტომასი (არმია) დაასახელა.
29. ფეხბურთი. საქართველოს სუპერთასი "ზესტაფონმა" მოიგო, "გაგრა" 3:1 დაამარცხა.
30. ფეხბურთი. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ლევან კობიაშვილი 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
30. ფეხბურთი. 19-წლამდელთა ელიტრაუნდში საქართველომ ავსტრიას 2:1 მოუგო, მაგრამ ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"