დედაქალაქის სპორტულ ბაზებზე 2012 წლის უნივერსიადა დამთავრდა

AutoSharing Option
შეჯიბრებაში 40-ამდე უმაღლესი სასწავლებლის 2500-ზე მეტი ათლეტ გოგონათა 7 და ვაჟთა 11 გუნდი მონაწილეობდა.

ჯგუფური პაექრობების შემდეგ გოგონათა ნახევარფინალში სტუ-მ საქართველოს უნივერსიტეტს დაძაბული მატჩი 3:2 მოუგო, თსუ-მ აგრარული უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა - 3:0. გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთელებმა (თამარ დიდებაშვილი, ირინა სილანტევა, შორენა ყუბანეიშვილი, მარიამ ჟორჟოლიანი, ქეთევან ჟორჟოლიანი, თამარ წიქარიშვილი, ვერიკო გელაშვილი) მშრალი ანგარიშით - 3:0 სძლიეს სტუ-ს და ოქროს მედლები დაიმსახურეს. მესამე ადგილი საქართველოს უნივერსიტეტს ერგო.

ვაჟებში ნახევარფინალური შეხვედრები ასე დამთავრდა: სამედიცინო უნივერსიტეტი
- თელავის უნივერსიტეტი 3:0, სტუ - აგრარული უნივერსიტეტი 3:0. ფინალში სტუ-მ (აკაკი ზაალიშვილი, შოთა გელაძე, პაატა ფანდოევი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ყიფშიძე, დენის ტრეტიაკოვი, გიორგი ლუაშვილი, გრიშა კაზარიანი, დავით არუთინოვი, ევგენი მინჩაგოვი, გიგა გუგავა, დავით აკოფოვი, ლადო ტალახაძე) ასევე "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა სამედიცინო უნივერსიტეტი და პირველი ადგილი დაიკავა.

მესამე ადგილზე აგრარული უნივერსიტეტი გავიდა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად მარიამ გოგუაძე (სტუ) და ფარნა იორდანაშვილი (სამედიცინო) დაასახელეს.

22 სახეობის შემდეგ საერთო გუნდური ადგილები საბოლოოდ ასე განაწილდა:

1. სტუ - 58 (27 ოქრო, 14 ვერცხლი, 17 ბრინჯაო)
2. აგრარული - 45 (12, 13, 20)
3. თსუ - 38 (11, 16, 11)
4. ილიას უნივერსიტეტი - 33 (7, 13, 13)
5. სამედიცინო უნივერსიტეტი - 36 (7, 7, 22)
6. გორის უნივერსიტეტი - 18 (6, 11, 1)
7. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - 21 (5, 5, 11)
8. საავიაციო უნივერსიტეტი - 7 (4, 2, 1)
9. სეუ - 5 (4, 1, 0)
10. სოხუმის უნივერსიტეტი - 16 (3, 5, 8)
11. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი - 11 (3, 4, 4)
12. ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტი - 3 (3, 0, 0)
13. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 2 (2, 0, 0)
14. სამედიცინო უნივერსიტეტი "ჰიპოკრატე" - 2 (2, 0, 0)
15. სასულიერო აკადემია - 7 (1, 4, 2)
16. საქართველოს უნივერსიტეტი - 11 (1, 2, 8)
17. გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი - 2 (1, 1, 0)
18. თელავის უნივერსიტეტი - 2 (1, 0, 1)
19. შავი ზღვის უნივერსიტეტი - 1 (1, 0, 0)
20. სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი - 1 (1, 0, 0)
21. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი - 2 (0, 2, 0)
22. ბათუმის საზღვაო აკადემია - 3 (0, 1, 2)
23. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი - 3 (0, 1, 2)
24. სდასუ - 2 (0, 0, 2)
25. თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 1 (0, 0, 1).

მედლების კონტრასტი ლოგიკა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული