პუტინმა რინგზე ქართველი ჩემპიონის გალახვით ძალიან გაიხარა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა ფალავანმა გურამ გუგენიშვილმა ამერიკელ კენი გარნერთან, რომელიც ორი წლის წინ რინგზე დამარცხებული ჰყავდა, ამჯერად სენსაციურად წააგო და მძიმე წონაში M-1 Challenge-ის ჩემპიონის ქამარი დათმო (იხილეთ ვრცლად).

ბრძოლა სანკტ-პეტერბურგში, ტურნირ "M-1 Global 2 - თეთრი ღამეების" ფარგლებში გაიმართა და მას თვით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც დაესწრო, რომელიც ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირებას პირველი რიგიდან დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს.

ხუთრაუნდად გაწერილი ბრძოლა, სამწუხაროდ, გუგენიშვილმა სახეზე ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა და დამარცხებულად გამოცხადდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ პუტინი ქართველის გალახვით უზომოდ
ბედნიერი იყო. რუსეთის პრეზიდენტი ადგილიდან წამოიჭრა და კენი გარნერს გამარჯვება პირადად გულმხურვალედ მიულოცა და თან ეს, ჩვენთვის ძალზე გამაღიზიანებელი ჟესტითაც გამოხატა.

ვიდეორგოლში კარგად ჩანს, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პირველი პირის უზომოდ კმაყოფილი სახე და ჟესტი ხელით - "ყოჩაღ, მაგარია!"

სევე იხილეთ:
ქართველი მანქანა - გურამ გუგენაშვილი

გურამ გუგენიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 19 /
რა იყო ნაცების პროპაგანდას აგრძელებთ? ვერ დავიჯერებ რომ პუტინს ამერიკელის გამარჯვება გაუხარდ, თან შავისა და ქართველის დამარცხება.
odala
11:58 23-06-2012
0
ასეთ იდიოტობა სათაურებსრატომ წერთ?

სპორტსმენი დამარცხდა სპორტსმენთან, რომელიც აქამდეც დაუმარცხებია და აწიც დაამარცხებს. თქვენ კიდევ სენსაციური სათაურის გამო კაცი შეურაწყოფილიც დატოვეთ და სამშობლოს მოღალატეც გამოიყვანეთ - სირცხვილი ამის ასე დამწერს!
sergo
12:09 23-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული