1-2. მხ. ტანვარჯიში. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა (სალომე ფაჟავა, სოფიო ფარულავა, გაბრიელა ხვედელიძე) მე-3 ადგილი დაიკავა.
5. ფეხბურთი. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა (მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე) ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად 2:1 დაამარცხა ესტონეთის ნაკრები.
9. წყალბურთი. საქართველოს ჩემპიონი "ლიგამუსი" გახდა, რომელმაც ფინალში "ივერიას" 12:6 მოუგო.
10-11. ძიუდო. რიო დე ჟანეიროს დიდ სლემზე ქართველებმა 4 ოქრო (ბეთქილ შუკვანი, ვარლამ ლიპარტელიანი, ირაკლი ცირეკიძე, ადამ
16. მძლეოსნობა. 110 მეტრზე თარჯრბენში დავით ილარიანმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.
16. რაგბი. ამერიკული ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები აშშ-სთან 20:36 დამარცხდა.
17-18. ძიუდო. ბუენოს აირესის მსოფლიოს თასზე ქართველებმა ოქროს 5 მედალი მოიპოვეს (ბეთქილ შუკვანი, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან ჟორჟოლიანი, ადამ ოქრუაშვილი).
18. რაგბი. მსოფლიოს თასის ალაფის პირველ მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 31:17 დაამარცხა კანადა.
19-20. თავისუფალი ჭიდაობა. ზაგრებში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.
22. რაგბი. მსოფლიოს თასის ალაფის მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 43:7 მოუგო ზიმბაბვეს.
22-24. ძიუდო. ჩერნოგორიაში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო მოიპოვეს და გუნდური მე-2 ადგილი დაიკავეს.
23. რაგბი. ამერიკული ტურნეს მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა კანადასთან 12:31 წააგო.
23-24. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ზაგრებში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველებმა 3 მედალი დაისაკუთრეს. ლევან არაბული (120 კგ) ვერცხლის მედალს შეწვდა, ბრინჯაო მოიპოვეს რობერტ ქობლიაშვილმა (84) და იაკობ ქაჯაიამ (96).
26. რაგბი. მსოფლიოს თასის ალაფის მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იაპონიასთან 33:36 წააგო.
26. ჩოგბურთი. ლონდონის ოლიმპიადის საგზურები "უაილდ ქარდებით" ანა ტატიშვილმა და მაკა ჩახნაშვილმა მოიპოვეს.
29. ფეხბურთი. ოფიციალურად გახდა "ზენიტის" ფეხბურთელი ლევან ყენია.
29. წყალბურთი. საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დაიწყო საერთაშორისო ტურნირი "თბილისის თასი".
30. ფეხბურთი. უეფას გადაწყვეტილებით, 2015 წლის ევროპის სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს.
30. რაგბი. მსოფლიოს თასის ალაფის მე-3 ადგილისთვის მატჩში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ტონგასთან 29:31 წააგო.
30. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. დორტმუნდის დიდ პრიზზე რევაზ ლაშხი (60 კგ) ჩემპიონი გახდა, ვლადიმერ გეგეშიძემ (84) და სოსო ჯაბიძემ (96) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"