არის ქართული მოდელი!

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველებმა იციან, რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის (თავმჯდომარე გიორგი ასანიძე) სპორტის ექსპერტთა საბჭო (თავმჯდომარე ვაჟა შუბლაძე) რამდენიმე თვეა მუშაობს საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაზე.

გუშინ პარლმენტში გამართულ ექსპერთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს დოკუმენტის მესამე თავი, რითაც ფაქტობრივად დასრულდა პროექტი, რომელიც გაეროს იუნისეფის დაკვეთით განხორციელდა.

საქართველოს ისტორიაში პირველად შეიქმნა ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ევროპული მოდელის ეროვნული პროგრამა. ამ მოდელმა უკვე გაიარა ექსპერტიზა ლონდონის ბავშვთა სპორტის ცნობილ
ცენტრში და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ვაჟა შუბლაძემ, რომელმაც გააანალიზა გაწეული საქმიანობა, ლონდონელთა დასკვნის ბოლო სტრიქონებიც გააცნო სხდომას: "ჩვენს წინაა ევროპული სტანდარტის დოკუმენტი. სასიამოვნოა, რომ გამოვლინდა ქართველ სპეციალისტთა მაღალი დონე".

ექსპერტების გარდა სხდომას ესწრებოდნენ იუნისეფის, საქართველოს განათლებისა და ჯანდაცვის სამინისროების წარმომადგენლები.

იუნისეფის მაღლჩინოსანმა ბენჟამინ პერკსმა განაცხადა: "მადლობა ყველას, პროგრესი აშკარაა, ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია სასკოლო სპორტის სრულყოფის საკითხებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ წარმატება ადგილობრივ კვალიფიციურ სპეციალისტებზე იქნება დამოკიდებული".

ვაჟა შუბლაძემ სამომავლო სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა. ჩატარდება პროექტის დასრულებისადმი კონფერენცია და პრეზენტაცია, განიხილება სპორტის აკადემიის დაფუძნების საკითხი, იგეგმება ზემოხსენებული ნაშრომის მრავალტირაჟიანი გამოცემა.
სხდომის შედეგები ვაჟა შუბლაძემ შეაჯამა.

თენგიზ თომაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული