"თავს ვალდებულად ვთვლით, დავაფიქსიროთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პოზიცია სპორტსმენთა ერთი ჯგუფის მიერ 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე - პოლიტიკური ნიშნით მათი უფლებების შელახვასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვთვლით, რომ ყველა სპორტსმენი ამავე დროს თავისი ქვეყნის მოქალაქეა და შესაბამისად, სრული უფლება აქვს, ჰქონდეს და გამოხატავდეს თავის მოქალაქეობრივ ან პოლიტიკურ შეხედულებას.
ამ მხრივ სამინისტროს არასდროს შეუზღუდავს არცერთი სპორტსმენი, არცერთი მათგანის მიმართ არ გატარებულა არანაირი საჯარიმო სანქცია მისი პოლიტიკური შეხედულებების
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი განცხადების ყველა ხელმომწერი კონკრეტული პოლიტიკური კოალიციის წევრი და მხარდამჭერია. შესაბამისად, მათი განცხადებაც ამ კოალიციის საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათ სრული უფლება აქვთ კამპანიაში მონაწილეობისაც, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ მონაწილეობის გზად საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ამორჩეული.
დაინტერესების შემთხვევაში ძალიან ადვილად შეიძლება გადამოწმდეს, რომ ეს სპორტსმენები დღემდე იღებენ მათთვის სპორტული მიღწევებისთვის სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ანაზღაურებას და არცერთი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გაურიცხავთ ეროვნული ნაკრებიდან.
რაც შეეხება სპორტსმენის პოლიტიკაში ჩართვის უარყოფით ასპექტს - ასეთი ასპექტი მხოლოდ ერთია - პოლიტიკაში აქტიურად ჩართვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სპორტულ დისციპლინაზე. ხშირ შემთხვევაში, სხვა ვალდებულებებისთვის დროის დიდი ნაწილის გამოყოფა არღვევს პირადად სპორტსმენის და ნაკრების სპორტულ რეჟიმს, რაც ნეგატიურად აისახება ქართული სპორტის შემდგომ მიღწევებზე.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან ერთად, მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციების დონეზე მიაწოდა ინფორმაცია აქტიურ პოლიტიკაში ჩართულ სპორტსმენებს, რომ მათმა ჩართულობამ აქტიურ პოლიტიკაში არ დაარღვიოს სპორტული დისციპლინა.
დაფიქსირებულია შემთხვევები, რომ მიუხედავად მწვრთნელის არაერთგზის მოთხოვნისა - სპორტსმენი გამოცხადდეს ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე - ეს სპორტსმენი არ ემორჩილება მწვრთნელის მოთხოვნას".
ასევე იხილეთ:
"ქართული ოცნება" სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს