პირველი პარალიმპური ფესტივალი ცხრა სახეობით

AutoSharing Option
23 ივლისს კუს ტბის სპორტულ კომპლექსში საქართველოს ეროვნული პარალიმპური კომიტეტის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით პირველი პარალიმპური ფესტივალი ჩატარდა, რომლის პროგრამითაც შეჯიბრებები გაიმართა მინი-ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ძალოსნობაში (წოლჭიმი), მშვილდოსნობაში, ტყვიის სროლაში, ნარდში, შაშსა და ჭადრაკში.

ფესტივალში საქართველოს ყველა კუთხის 300-მდე პარალიმპელი მონაწილეობდა, მათ შორის - ლონდონის პარალიმპური თამაშების ლიცენზიანტი შოთა ომარაშვილი (ძალოსნობა).

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა გამარჯვებულებს მედლები და თასები გადასცა. დაჯილდოების შემდეგ გაიმართა კონცერტი. ნინი ბადურაშვილმა თავისივე დაწერილი პარალიმპური ჰიმნი შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული