საუნივერსიტეტო სპორტი: სტუ-ს ოქრო, თსუ-ს ბრინჯაო

AutoSharing Option
ესპანურ კორდობაში, როგორც გაუწყეთ, ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებზე საქართველო ორი გუნდით იყო წარდგენილი.

ხელბურთში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა (ირაკლი ჩიქოვანი, შოთა თევზაძე, აკაკი ტალახაძე, უჩა მაისურაძე, ვლადიმერ რუსია, გიგა ტორონჯაძე, რევაზ ჭანტურია, გიორგი გვაზავა, სერგო დათუკიშვილი, რატი მსხვილაძე, ილია გოგალაძე, ლევან ბერძენიშვილი, რობერტ ბეჟანიშვილი, უჩა გამზარდია, მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე) ფინალში ხორვატიის "ოსიეკს" 37:24 სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა.

ფუტსალში ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელები იცავდნენ.

ნახევარფინალი ჩვენებმა ციმბირის უნივერსიტეტის გუნდთან დათმეს, მე-3 ადგილისთვის პაექრობაში კი
კორდობის უნივერსიტეტელებს 7:5 სძლიეს და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. ფინალში ციმბირელებმა პორტუგალიელებს 3:1 აჯობეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამუსი არ გაქვთ?რა ფოტოს დებთ?შედით ამ ტურნირის ოფიციალურ საიტზე eusagames2012.com და დადეთ ნორმალური სურათი,ეს 2009 წელს ქარიშხალაზე გადაღებული სურათი რო წამოგიჭიმიათ.ზარმაცებო!!!!!
gogbera
11:52 24-07-2012
0

სიახლეები პოპულარული