ცხინვალში საერთაშორისო მატჩის ჩატარება იგეგმება!

AutoSharing Option
ახლო მომავალში ცხინვალში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის ჩატარებაა დაგეგმილი, სადაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ნაკრები კოსოვოდან სერბეთის საფეხბურთო გუნდს დაუპირისპირდება. ამის შესახებ 23 ივლისს აღნიშნული ღონისძიების ჟურნალისტმა, "რუსი და სერბი ერების კავშირის" თავმჯდომარემ, ვიტალი ილუშკინმა განაცხადა.

ამხანაგური შეხვედრა სერბი სპორტსმენების მიერ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მონახულების პროექტის ფარგლებში გაიმართება.

მატჩი 7 აგვისტოს, "ქართული აგრესიის" 4 წლისთავის დღეს ჩატარდება.

სერბებს ამხანაგურ მატჩში ალბანელი ბოევიკების მიერ მოკლული დმიტრი პოპოვიჩის სახელობის ყოველწლიური მინი-ტურნირის გამარჯვებული საფეხბურთო გუნდი წარადგენს.

მომზადებულია rsonews.org-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:

ფეხბურთი და
პოლიტიკა: რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს?

რუსების პოზიცია: საეჭვოა, აფხაზებს ფიფასთან გარიგებაში დავეხმაროთ
საქართველომ ფიფას შეახსენა - აფხაზეთი კოსოვო არაა!
ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?

მკითხველის კომენტარები / 3 /
საცოდავი ჩვენი თავი! ჩვენ რომ ოსებს ოდნავ მაინც ვემსგავსოთ, მაშინ 2008-ში ყველა ოსი უნდა გაგვეყარა საქართველოდან.
-- ღმერთმა დაგვიფაროს, მსგავსი უზნეობისგან! ამინ!
Shoda
00:25 25-07-2012
0
საკუთარ თავს გავაგდებდით, შოდა?! ქართველების მნიშვნელოვან ნაწილში ოსური სისხლის გარკვეული პროცენტია.
ისე, სერბების გამკვირვებია: კოსოვო - მათი სიამაყე წაართვეს და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადეს, ამ შემთხვევაში, ჩამოცილებული რეგიონების თვალსაზრისით. სერბეთი საქართველოს ბუნებრივი მოკავშირე უნდა იყოს. ამიტომ, როგორც ქართველმა, შემიძლია ვთქვა, რომ ახია, სერბებო, თქვენთვის კოსოვოს წართმევა!
ძია
10:52 25-07-2012
0

სიახლეები პოპულარული