ლონდონის ოლიმპიადის ყველაზე სექსუალური სპორტსმენი ქალები

AutoSharing Option
ფოტო
The Sun-ის ჟურნალისტებმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ყველაზე ლამაზი და სექსუალური სპორტსმენი ქალების სია შეადგინეს.

რეიტინგის ავტორებმა განაცხადეს, რომ სიის შედგენა ძალიან გაუჭირდათ, რადგან ოლიმპიადაზე ბევრი სექსუალური სპორტსმენი იქნება.

ამ რეიტინგში მოხვდნენ:

ლერინ ფრანკო - შუბის მტყორცნელი, მოდელი და ყოფილი "მის პარაგვაი".

ფრანჩესკა პიჩინინი - 33 წლის იტალიელი ფრენბურთელი.

სტეფან რაისი - ავსტრალიელი მოცურავე.

ჯესიკა ენისი - დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, მძლეოსანი.

ელენა ისინბაევა - რუსეთის წარმომადგენელი ჭოკით ხტომაში.

ვიქტორია პენლდტონი - 31 წლის ბრიტანელი ველომრბოლი.

ანა ივანოვიჩი - სერბი
ჩოგბურთელი.

კაროლინა ვოზნიაცკი -
დანიელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

მელანი ადამსი - ავსტრალიელი ჭოკით მხტომელი.

მისტი მეი-ტრეინორი - ამერიკელი პლაჟის ფრენბურთელი.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ბევრი მომხიბვლელი და სექსუალური სპორტსმენი ქალი არ შეიყვანეს. გამოცემა Bleacherreport.com-მა "მის ოლიმპიადის" წოდება სულაც ხორვატიის საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეს, ანტონია მისურას მიანიჭა.

როგორც ჩანს, ბევრს მიავიწყდა ულამაზესი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე რუსეთის მედროშე იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული