NBA-ს ვეტერანის, დარელ დოუკინსის მოკითხვა საქართველოს

AutoSharing Option
კალათბურთის სტაჟიანი ქომაგებისთვის NBA-ს ვეტერანის, დარელ დოუკინსის სახელი კარგად არის ცნობილი. ის 1970-80-იან წლებში 14 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა NBA-ს სხვადასხვა კლუბში. მისი მეტსახელია "შოკოლადის რისხვა".

დოუკინსი რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა შოუ-წარმოდგენაში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწევა კალათბურთის პოპულარიზაციას.

ამ დღეებში ის იმყოფებოდა ლიტვაში. ვილნიუსის ცენტრალურ, გედიმინასის გამზირზე ახალგაზრდა კალათბურთელების შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც NBA-ს ვეტერანმა მიიღო მონაწილეობა. მან დიდი სითბო და იუმორი გამოიჩინა ადგილობრივი საზოგადოების მიმართ.

შოუს ჩვენც ვესწრებოდით და ყურადღებით ვუყურებდით წარმოდგენას, სამ სხვადასხვა მოედანზე დოუკინსი ლიტველ ახალგაზრდებთან ერთად რა ოსტატურად
ისროდა ბურთს.

ერთ-ერთ მომენტში 55 წლის დარელმა 101-კილოგრამიანი ქართველი შემამჩნია, მაისურზე წარწერით "ჯორჯია სოხუმი" და შორიდან შეგვძახა - "ოოო, ჯორჯია!" თავიდან ვიფიქრე, საქართველო ამერიკულ შტატ ჯორჯიაში ხომ არ შეეშალა-მეთქი, მაგრამ მან თვითონ მკითხა - როგორ ხართ საქართველოშიო.

ჩანს, ჩვენი ქვეყნის შესახებ საკმარისად იცოდა. მან საქართველოს წარმატება უსურვა და სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ.

თენგიზ პაჭკორია, ვილნიუსიდან სპეციალურად "ლელოსთვის"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული