დოუკინსი რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა შოუ-წარმოდგენაში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწევა კალათბურთის პოპულარიზაციას.
ამ დღეებში ის იმყოფებოდა ლიტვაში. ვილნიუსის ცენტრალურ, გედიმინასის გამზირზე ახალგაზრდა კალათბურთელების შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც NBA-ს ვეტერანმა მიიღო მონაწილეობა. მან დიდი სითბო და იუმორი გამოიჩინა ადგილობრივი საზოგადოების მიმართ.
შოუს ჩვენც ვესწრებოდით და ყურადღებით ვუყურებდით წარმოდგენას, სამ სხვადასხვა მოედანზე დოუკინსი ლიტველ ახალგაზრდებთან ერთად რა ოსტატურად
ერთ-ერთ მომენტში 55 წლის დარელმა 101-კილოგრამიანი ქართველი შემამჩნია, მაისურზე წარწერით "ჯორჯია სოხუმი" და შორიდან შეგვძახა - "ოოო, ჯორჯია!" თავიდან ვიფიქრე, საქართველო ამერიკულ შტატ ჯორჯიაში ხომ არ შეეშალა-მეთქი, მაგრამ მან თვითონ მკითხა - როგორ ხართ საქართველოშიო.
ჩანს, ჩვენი ქვეყნის შესახებ საკმარისად იცოდა. მან საქართველოს წარმატება უსურვა და სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ.
თენგიზ პაჭკორია, ვილნიუსიდან სპეციალურად "ლელოსთვის"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"