ლონდონის ოლიმპიადას ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი გახსნიან

AutoSharing Option
ვიდეო
27 ივლისს ლონდონში 30-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნა გაიმართება.

"სასწაულების კუნძულის" შოუს რეჟისორი დენი ბოილი გახლავთ, რომელსაც "ოსკარი" აქვს მიღებული ფილმისთვის "მილიონერი მიყრუებული ადგილებიდან". გახსნის ღონისძიების ღირებულებამ 27 მილიონი ფუნტი შეადგინა.

თამაშებს ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც ფილიპთან ერთად გახსნის.

გახსნის ცერემონიის დასრულების ბოლოს ცნობილი ინგლისელი მუსიკოსი პოლ მაკარტნი გამოვა.

ასევე, გახსნის ცერემონიალზე ლონდონის ოლიმპიური თამაშების თილისმების წარდგენა მოხდება (იხილეთ ვიდეო). ლითონის ვენლოკი და მენდევილი, ორგანიზატორების ჩანაფიქრით, წარმოშობით ბოლტონის უძველესი ქარხნიდან არიან.

თამაშების გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები ლონდონის ოლიმპიურ
სტადიონზე გაიმართება, რომელიც სტრატფორდში 4 წელიწადში აიგო. არენა 80 ათას მაყურებელს იტევს.

გახსნის ცერემონია თბილისის დროით 00:00 სთ-ზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული