ლონდონის პოლიციამ "უემბლის" სტადიონის გასაღებები დაკარგა

AutoSharing Option
ლონდონის პოლიციამ სტადიონ "უემბლის" გასაღებები დაკარგა, სადაც ოლიმპიური შეჯიბრებები უნდა გაიმართოს. სკოტლანდ-იარდმა ქურდობაზე ეჭვის გამო გამოძიება დაიწყო, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი აღმოაჩინა.

პოლიციამ გასაღებების დაკარგვის შესახებ ჯერ კიდევ 24 ივლისს შეიტყო. როგორც გამოირკვა, გასაღებები ოლიმპიადისთვის ბოლო მზადებისას დაიკარგა.

სკოტლანდ-იარდის წარმომადგენლის თქმით, მომხდარის გამო სტადიონის უსაფრთხოება ეჭვქვეშ არ დგას. მას შემდეგ, რაც დაკარგვის შესახებ ცნობილი გახდა, პოლიციამ ეს ამბავი სტადიონის ხელმძღვანელობას აცნობა, რომელმაც საკეტები უკვე შეცვალა.

მაღალტექნოლოგიური ლაზერული გასაღებების გამოცვლა კი "უემბლის" ხელმძღვანელობას 40 000 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა (დაახლოებით 60 000 დოლარი).

"უემბლიზე" ოლიმპიური თამაშები, ქალ და კაც ფეხბურთელთა მატჩები უნდა გაიმართოს.

ოლიმპიური თამაშები ლონდონში ოფიციალურად 27 ივლისს გაიხსნა და 12 აგვისტომდე გასტანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული