ჰოლანდიელმა ძიუდოისტმა ქალმა ოლიმპიურ სტადიონზე მთვრალ მაყურებელს დაარტყა

AutoSharing Option
ჰოლანდიელმა ძიუდოისტმა ქალმა ედიტ ბოშმა, რომელმაც 1 აგვისტოს ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ის 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის), ოლიმპიურ სტადიონზე მთვრალ მაყურებელს დაარტყა. მამაკაცს სპორტსმენისგან იმის გამო მოხვდა, რომ მან 100 მეტრ დისტანციაზე კაცთა ფინალური გარბენის სტარტის წინ სარბენ ბილიკზე ბოთლი გადააგდო.

ბოშის თქმით, ის კაცის გვერდით იდგა, ვინც სარბენ ბილიკზე ბოთლი გადააგდო და დაინახა, როგორ მოხდა ეს. სპორტსმენმა აღიარა, რომ მისი საქციელით იმდენად აღშფოთდა, რომ ზურგში დაარტყა. ამის შემდეგ ის სტადიონის დაცვამ დააკავა.

მომხდარის შედეგად არცერთი სპორტსმენი, რომელიც
გარბენში მონაწილეობდა, არ დაშავებულა. თავად ბოშმა აღნიშნა, რომ მომხდარის გამო მან ფინალურ გარბენს ვეღარ უყურა, რომელიც იამაიკელმა მორბენალმა უსეინ ბოლტმა მოიგო. მან დისტანცია 9.63 წამში დაფარა და ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მამაკაცი, რომელმაც სარბენ ბილიკზე ბოთლი გადააგდო, დააკავეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული