ოლიმპიადაზე გარდაცვლილი ბრიტანელი ფანატის დედა: ის ბედნიერი აღესრულა

AutoSharing Option
49 წლის ბუღალტერი ქალაქ კოლჩესტერიდან, კონრად რიდმანი ოლიმპიური ველოდრომის ტუალეტში უგონოდ იპოვეს. ექიმების თქმით, მამაკაცს გულის შეტევა დაემართა. რიდმანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

ბრიტანელმა გულშემატკივარმა თამაშებზე დასასწრები ბილეთები გამოსვლისთანავე შეიძინა. ოლიმპიადის ორკვირიანი მონაკვეთისთვის მან შვებულებაც აიღო, რათა შეჯიბრებების მაქსიმალურ რაოდენობას დასწრებოდა.

გარდაცვლილი ფანის დედა, ჯოან რიდმანი ყვება, რომ მისი შვილი ოლიმპიადას ყოველდღე ესწრებოდა და ერთი მოედნიდან მეორეზე გადადიოდა სპორტის სხვადასხვა სახეობის საყურებლად.

თამაშების პირველი კვირის მანძილზე ფანატმა მოასწრო გახსნის ცერემონიას, პლაჟის ფრენბურთს, ჰოკეის, ფეხბურთს, მძლეოსნობის, ნიჩბოსნობის, მშვილდოსნობის, ბადმინტონის და
ცურვის შეჯიბრებებს დასწრებოდა.

მისის რიდმანს ახლა შეჯიბრებების მეორე ნაწილის ბევრი ბილეთი დარჩა, მათ შორის, ცერემონიის დახურვის. თუმცა მან ჯერჯერობით არ იცის, რა უყოს ამ ბილეთებს.

ჯოან რიდმანის თქმით, მისი შვილი იმქვეყნად ბედნიერი წავიდა - "იმის კეთებისას გარდაიცვალა, რისი კეთებაც უყვარდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული